ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგთა კლუბი 2026 წლის 25-26 მარტს გამართავს პირველ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება დავით წერედიანის ხსოვნას.
კონფერენცია გაიხსნება 12.00 საათზე, თსუ-ს მუზეუმში.